04 იან
       2012


სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მიწვეული იყო უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში. ხარკოვის სახელმწიფო სავაჭრო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც წარგზავნილი იყო უნივერსიტეტის საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კიპაროიძე, რომელმაც კონფერენციაზე წარადგინა თემა "საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ", ამავე ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.     







29 დეკ
       2011


სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუმრად იმყოფებოდა უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, რომელთაც მიულოცეს დამდეგი შობა- ახალი წელი და გადასცეს საახალწლო საჩუქრები.               







27 დეკ
       2011


სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საახალწლო კარნავალი.                             







26 დეკ
       2011


2011 წლის 26 დეკემბერს სუხიშვილის უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში ჩატარდა იმიტირებული საგამოძიებო მოქმედებები და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სამართლის და ფარმაციის IV კურსის სტუდენტებმა:  თამარ ბერუაშვილი, ლია კერესელიძე, ნინო რიკაძე, ირაკლი მდინარიძე, ბექა კოკაური, გიორგი ბალიაშვილი, მაია ციცაგი, გიორგი სომხიშვილი, რუსუდან წკრიალაშვილი, ირმა ხახუტაშვილი, სოფო ნინუა, ანა პოღოსიანი.       ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნინო შავდათუაშვილი, სოსო მამესწარაშვილი, დინა ტატუნაშვილი.                                        




შემდეგი
გვერდის მესაკუთრე: სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი
 ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 20/04/2006;.
საიტი განახლებულია 17/07/2011
 მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი №9; 1400 ;
 ელ-ფოსტა: sukhishvili_university@yahoo.com