|
2009წლის 18
მაისს სუხიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა უნივერსიტეტის რექტორის ბატონ ვლადიმერ
(ვალერი) სუხიშვილის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
იუბილეზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორები, განათლების,
კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, მწერლები, უნივერსიტეტის
პროფესორ–მასწავლებლები, იუბილარის მეგობრები და ნათესავები. იუბილეზე მისალოცი
სიტყვით გამოვიდნენ თდასუ-ს რექტორი პროფესორი ანზორ შარაშენიძე, რომელმაც
ბატონი ვალერი აირჩია თდასუ-ს საპატიო დოქტორად. წმინდა გრიგოლ ფერაძის
სახელობის თბილისის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ვახტანგ ფერაძე,
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი პროფესორი როლანდ კოპალიანი, გუ-ს რექტორი პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი,
უსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი ანზორ ბენიძე, გორის
მწერალთა კავშირის თავჯდომარე ჯემალ ინჯია, პროფესორი პეტრე ნასყიდაშვილი,
პროფესორი შალვა ვანიშვილი, პროფესორი ვაჟა კვალიაშვილი და სხვები. რექტორს
თავისი ხელოვნებით და იუმორისტული ნომრებით იუბილე მიულოცეს სუხიშვილის
უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. სცენაზე ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ უნივერსიტეტის ევროპული და ხალხური ცეკვების ქორეოგრაფიული
ანსამბლის მოცეკვავეები თანამედროვე თუ ხალხური ცეკვებით. უნივერსიტეტის
მხიარულთა და საზრიანთა გუნდი “სუ” თავისი იუმორით. ფარმაციის ფაკულტეტის
კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მომღერალი ვარსკვლავი თაკო ოქროპირიძე.
სტუდენტებმა წაიკითხეს რექტორის მიერ დაწერილი ლექსები, რომელიც საიუბილეოდ
კრებულის სახით გამოვიდა. ნაჩვენები იქნა ვიდეოკოლაჟი, რომელიც ასახავს ბატონი
ვალერის ცხოვრებას.
კონცერტის შ,ემდეგ გაიმართა ნაშრომთა კრებულის პრეზენტაცია,
რომელიც საიუბილეოდ იქნა გამოშვებული. მასში შესულია პროფესორ-მასწავლებლების
და სტუდენტების მიერ ერთობლივად შესრულებული საუკეთესო ნაშრომები. აგრეთვე
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.
და ბოლოს, სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა,
პროფესორმა ვალერი სუხიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას ესოდენ დიდი დაფასებისა
და გაწეული შრომისათვის. დიდია ბატონი ვალერის დამსახურება სამშობლოსა და
საზოგადოების წინაშე.
|
|