|
|
ფაკულტეტი
_
სასოფლო სამეურნეო სატყეო
საქმე
სპეციალიზაცია _ 1. აგროეკოლოგია
2. სატყეო საქმე
სასოფლო
- სამეურნეო სატყეო საქმის ფაკულტეტი შეიქმნა 2009 წელს. მას გააჩნია სასწავლო
საცდელი ბაზა, სადაც გაშენებულია სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის მცენარეები. ბაზის
ტერიტორია განსაკუთრებით მდიდარია დეკორაციული მცენარეებით.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სწავლების
სამსაფეხურიანი სისტემა შემდეგი სპეციალობებით: აგროეკოლოგია და სატყეო საქმე.
მაღალკვალიფიციურ აგროტექნოლოგთა მომზადებისათვის ფაკულტეტზე სათანადო დონეზეა
მოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიები. აქ დამუშავებული იქნა პლანტაციების განახლების
ახალი მეთოდები; შეისწავლება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისათვის
მცენარეთა კვების ოპტიმალური პირობები, ყველა ტიპის ნიადაგებისათვის; ინერგება
სელექციისა და მცენარეთა დაცვის თანამედროვე მიღწევები, განსაკუთრებით ციტრუსოვანთა
ცალკეული სახეობებისა და ჯიშების მიხედვით და სხვ. აგროეკოლოგიის სპეციალობაზე
მუშავდება ეკოლოგიურად და ეკონომიურად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ხელს
შეუწყობს მემცენარეობის სხვადასხვა დარგის აღორძინებას, ეკოლოგიურად სუფთა
პროდუქციის წარმოებას, მისი ხარისხისა და სასაქონლო ღირებულების ამაღლებას,
ეკოტურიზმის განვითარებას და ბუნების გაჯანსაღებას.
სატყეო საქმის სპეციალობაზე სტუდენტები
ეცნობიან მხარისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ მრავალფეროვნებას. ისინი
ფუნდამენტალურ დისციპლინებთან ერთად ეუფლებიან მესამეული პერიოდის რელიქტურ
მცენარეებს, რომელთა ნაწილი შიდა ქართლის ენდემებია.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების
სფეროში მიმდინარე რეფორმების ძირითადი პრინციპების, კვლევისა და სწავლების
ინტეგრირების პრაქტიკული განხორციელებისათვის ფაკულტეტს ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი აქვს გაფორმებული საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა
უნივერსიტეტებთან.
|
|