adminstracia
xarisxis marTvis samsxauri
swavlis formebi
fakultetebi
diagnostikuri centri
TviTmarTveloba
galerea
dagvikavSirdiT
  kompiuteruli centri
   el.fosta

 

 
 
       resursebi
 
 
        

 

Web Page Hit Counter
 
 

                                                             

                                               სუხიშვილის უნივერსიტეტის
                                  
          სტუდენტური თვითმმართველობის

                                                 
              დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 


      მუხლი 1. ზოგადი დებულებები


 1.სუხიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი, დამოუკიდებელ პრინციპებზე მართვადი შემოქმედებითი ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს აკადემიის მთელ სტუდენტობას და თავის მუშაობას წარმართავს სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად.
  1.2. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ტარდება 2 წელიწადში ერთხელ მისი უფლებამოსილების გასვლიდან არანაკლებ 30 დღის განმავლობაში.

        მუხლი 2. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა

  1.1. სტუდენტური თვითმმართველობის ძირითადი საქმიანობაა:

 ა) დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები აკადემიის თვითმმართველობის მართვის ორგანოებთან ურთიერთობაში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს აკადემიის თითოეული სტუდენტის ყოველმხრივი დაცვა არასაუნივერსიტეტო ურთიერთობებში.
 ბ) ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლებების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვაში, განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში.
 გ)ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვით შეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას, დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საყოგადოების ჩამოყალიბებას.
 დ)შექმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, ყოფის, შრომითი მოღვაწეობის სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება.

 1.2. უნივერისიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე წყვეტს სასწავლო პროცესთან და მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
 1.3. სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია მოაწყოს შეხვედრები, დებატები, დისკუსიები, ტრენინგები, ინტელექტუალური თამაშები, საგანმანათლებლო, ლიტერატურული, სპორტული, კულტურული, გასართობი, სამეცნიერო და კანონით ნებადართული სხვა სახის ღონისძიებები. სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია განახორციელოს საქველმოქმედო საქმიანობა.
 1.4. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.


       მუხლი 3. სტუდენტური თვითმმართველობის წევრების უფლებები და მოვალეობები.


 1.1. თვითმმართველობის წევრი უფლებამოსილია:
 ა) მონაწილეობა მოოღოს თვითმმართველობის მართვის ორგანოების მუშაობაში.
 ბ) იქონიოს სათათბირო ხმის უფლება.
 გ) წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად წინადადებით მიმართოს თვითმმართველობის მართვის ორგანოებს.
 დ) აირჩიოს და იყოს არჩეული თვითმმართველობის მართვის ორგანოებში.
 ე) მიიღოს მონაწილეობა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ან თავად შეიმუშაოს და განახორციელოს ისინი.
 ვ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებიდან მათი საქმიანობის შესახებ.
 ზ) მიიღოს მხარდაჭერა სტუდენტური თვითმმართველობისაგან საკუთარი უფლებების დასაცავად.
თ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობანი.

  1.2. სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ვალდებულია:
ა) შეასრულოს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით მასზე დაკისრებული მოვალეობები.
ბ) ხელი შეუწყოს სტუდენტსა და აკადემიის მართვის ორანოებს შორის ჯანსაღი ურთირთობების ჩამოყალიბებას.

  1.3. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ სხდომებს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საბჭოს მუშაობაში და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულონ საბჭოს გადაწყვეტილებები.
 


       მუხლი 4. სტუდენტური თვითმმართველობის წევრობა.
  1.1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრია ის სტუდენტი, რომელიც საარჩევნო დებულებით დადგენილი წესით არჩეული იქნება სტუდენტურ თვითმმართველობაში.

  1.2. თვითმმართველობის სისტემაში არჩეული შეიძლება იყვნენ მხოლოდ აკადემიის სტუდენტები.

 1.3. სტუდენტური თვითმმართველობის წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

 1.4. სტუდენტური თვითმმართველობის წევრის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომენტიდან და წყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე.
ბ) სტუდენტური პარლამენტის გადაწყვეტილებით, თუ იგი უხეშად დაარღვევს აკადემიის ან სტუდენტური თვითმმართველობის წესდებას.
გ) სტუდენტური პარლამენტის გადაწყვეტილებით, თუ იგი აღარ არის სტუდენტი და ექვსი თვის ვადაში აღარ აღუდგენია სტატუსი.

  1.5. თვითმმართველობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე Aშეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველობის წევრი ხდება ის სტუდენტი, რომლის კანდიდატურას წარადგენს თვითმმართველობის პრეზიდენტი, ხოლო თვითმმართველობის წევრად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სტუდენტური თვითმმართველობის სრული შემადგენლობის 1|2 თვითმმართველობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

 მუხლი 5. სტუდენტური თვითმმართველობის მართვის ორგანოები.
1.1 თვითმართველობის მართვის ორგანოს წარმოადგენს თვითმართველობის წევრთა საერთო კრება

        მუხლი 6. თვითმმართველობის წევრთა საერთო კრება.

  1.1. თვითმმართველობის წევრთა საერთო კრება წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც შედგება სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული ყველა წევრისაგან.

 1.2. თვითმმართველობის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3.

 1.3. თვითმმართველობის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია:
 ა) სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს თვითმმართველობის პრეზიდენტი.
 ბ) საქართველოს კანონმდებლობის ან ამ დებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში წევრთა სიით შემადგენლობის 2/3-ით დააყენოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. საკითხი ჩაითვლება დამტკიცებულად თუ მას მხარს დაუჭერს თვითმმართველობის წევრთა სიით შემადგენლობის 3/4.
 გ) თვითმმართველობის საერთო კრების რიგებში მოწვევის უფლება აქვს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, სტუდენტური პარლამენტის სიითი შემადგენლობის 2/3, ან თვითმმართველობის წევრთა 1/4.
 დ) თვითმმართველობის წევრთა საერთო კრება იკრიბება თვეში ერთხელ. თვითმმართველობის საერთო წევრთა საერთო კრების ჩატარების თარიღს და შესაბამისი დღის წესრიგის შესახებ. თვითმმართველობის წევრებს ეცნობებათ კრების ჩატარებამდე სამი დღით ადრე.

        მუხლი 7. თვითმმართველობის პრეზიდენტი.
   1.1. თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩევა სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატების მიერ 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეულ დელეგატთა სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
 1.2. თვითმმართველობის პრეზიდენტი:
 ა) წარმოადგენს თვითმმართველობას გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის ხელმძღვანელი ორგანოების წინაშე.
 ბ) კოორდინაციას უწევს თვითმმართველობის ორგანოთა მუშაობას.
 გ) იწვევს სტუდენტური პარლამენტის სხდომებს.
 დ) სტუდენტურ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აღმასრულებელ კომიტეტში შემავალი დეპარტამენტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს.
 ე) სტუდენტურ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურას.
 ვ) წარმოადგენს სტუდენტურ თვითმმართველობას მესამე პირთან ურთიერთობის დროს.
 ზ) იწვევს თვითმმართველობის საერთო კრებას.

   1.3. პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება:
 ა) პირადი განცხადების საფუძველზე.
 ბ) ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის საფუძველზე.
 გ) წესდების ან საქართველოს კანონმდებლობის უხეშად დარღვევის შემთხვევაში იმპიჩმენტის პროცედურით.

  1.4. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება პრეზიდენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ამ დებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში, რომლის დაწყების უფლება აქვს სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრებითი სიით შემადგენლობის 2/3-ს. აღნიშნულის შემდეგ იქმნება საიმპიჩმენტო დროებითი კომისია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს პრეზიდენტის საქმიანობა.

 1.5. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება ავტომატურად გადაეცემა ვიცე-პრეზიდენტს.

 1.6. სტუდენტური თვითმმართველობას პრეზიდენტის უფლებამოსილების ხელშეწყობის მიზნით ჰყავს ერთი ვიცე-პრეზიდენტი.
ვიცე-პრეზიდენტი დამტკივებულად ჩაითვლება,თუ მხარს დაუჭერს სტუდენტური თვიტმართველობის წევრთა ნახევარზე მეტი. ვიცე-პრეზიდენტი თვითმართველობის პრეზიდენტის დადგენილებით ასრულებს მის მოვალეობას პრეზიდენტის არ ყოფნისას მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გადაყენებისას. ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა შეუძლია თვითმართველობის შემადგენლობის 2/3ს

       მუხლი 8. აღმასრულებელი კომიტეტი და დეპარტამენტები

 1.1. თვითმართველობის მოზნების შესასრულებლად იქმნება შემდეგი დეპარტამენტები;
• კულტურის დეპარტამენტი,
• სპორტის დეპარტამენტი
• სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი

 1.2. დეპარტამენტის თავჯდომარეების კანდიდატურას წარმოადგენს თვითმართველობის პრეზიდენტი, ხოლო ამტკიცებს სტუდენტური თვითმართველობის სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
 1.3. აღმასრულებელი კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს დეპარტამენტის მუშაობის საერთო პოლიტიკას.
 ბ) წარადგენს წინადადებას კონკრეტული დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე.
  ც) წარუდგენს თვითმართველობის პრეზიდენტს ყოველთვიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
 დ) დეპარტამენტის თავჯდომარეების უფლება მოსილების შეწყვეტა შეუძლია თვითმართველობის სიითი შემადგენლობის 2/3ს, თუ მის საკითხს დააყენებს პრეზიდენტი.


                                                               

 
გვერდის მესაკუთრე: სუხიშვლის უნივერსიტეტი 
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 20/04/2006;.საიტი განახლებულია 06/06/2009
მისამართი: გორი,ცხინვალის გზატკეცილი №9 ; 1400 ; ელ-ფოსტა:
info@sukhishvilebi.edu.ge ;ტელ:8(270) 7-05-57;Web Admin