|
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი
"სოფია მკურნალი"
რეპროდუქციული
ჯამრთელობის ცენტრი "სოფია მკურნალი" 2008 წელს შეიქმნა სუხიშვილის
უნივერისიტეტის ბაზაზე. იგი წარმოადგენს საუნივერისიტეტო დიაგნოსტიკურ
ცენტრს, რომლის დამფუძნებლებიც არიან უნივერსიტეტის რექტორი: პროფესორი ვ.სუხიშვილი,
პრორექტორი რ. გოხელაშვილი და კოლეჯის დირექტორი ე.სუხიშვილი.
ცენტრის დირექტორად
დაინიშნა ე.სუხიშვილი პროფესით ექიმ-მეან გინეკოლოგი. თსსუ-ის დოქტორანტი.
ცენტრში ფუნქციონირებს
გინეკოლოგის სტომატოლოგის თერაპევტის და ფსიქოლოგიის კაბინეტები. უახლოესი
აპარატურით ხდება ექოსკოპური და ლაბორატორიული გამოკვლევები.
ცენტრი სამედიცინო მომსახურეობას უწევს არა მარტო
სტუდენტებს არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
ამჟამად ცენტრის ექიმები იძულებით
გადადგილებულ პირებს კონსულტაციას გაუწევს უფასოდ.
სიახლე
რეპროდუქციული
ჯამრთელობის ცენტრში:
|

გაეროს მოსახლეობის ფონდის, ევროკავშირის ეგიდით ერთობლივი
პროექტის ფარგლებში ”ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა
- ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” სუხიშვილის უნივერსიტეტშიდა
საუნივერსიტეტო ჯანმრთელობის ცენტრ ”სოფია მკურნალში” გაიხსნა
ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საინფორმაციო და
ჯანმრთელობის ცენტრები. ეს ცენტრები იმუშავებენ
ახალგაზრდობისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის
სამსახურების სტანდარტების შესაბამისად.
ახალგაზრდები
მიიღებენ ინფორმაციას, უფასო სამედიცინო კონსულტაციას და
ლაბორატორიულ გამოკვლევებს.
საინფორმაციო ცენტრი
|
საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. გორი თბილისის ქ .№40
ტელ : 898 188 588
ელ ფოსტა:
ekasuxishvili@rambler.ru
"სოფია მკურნალი"-ის ფოტო გალერეა
|