|
|
ჯანდაცვის ფაკულტეტი
სპეციალობა: ფარმაცია
ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა გათვლილია ისე, რომ სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი
ცოდნა ფარმაციის დარგში მისი სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით, შეისწავლოს
მედიცინის ზოგადი სამეცნიეო ფუნდამენტური დისციპლინები, გაეცნოს ფარმაკოლოგიის,
ფარმაკოგნოზიის, ბიოფარმაციის, ფარმაკოდინამიკის, ფარმაკოკინეტიკის,
ბიოტრანსფორმაციის და ბიოეთიკის საფუძვლებს. სტუდენტმა ასევე უნდა შეიძინოს ცოდნა
სააფთიაქო საქმის, ფარმაცევტული წარმოების, წამალთტექნოლოგიის, სოციალურიფარმაციის,
ფარმაცევტული მენეჯმენტის სახით. ამასთან ერთად, სტუდენტმა უნდა შეისწავლოს
კლინიკური მედიცინის, პოპულაციური ჯანმრთელობის, ადამიანის ძირითადი პათოლოგიების,
ინფექციური და ონკოლოგიური სნეულებების საფუძვლები. სასწავლო პროგრამის წარმატებით
დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ სრული საკრედიტო დატვირთვის მთლიანი შესრულების
შემთხვევაში, რაც 4 წლის განმავლობაში შეადგენს 240 კრედიტს.
კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს ადამიანის
აგებულებაში, ფიზიოლოგიაში, ბიოქიმიაში მიღებული ცოდნით მანიპულირება, სახვადასხვა
პათოლოგიის ნიშნების ამოცნობა და მათი დიფერენცირება, მედიკამენტთა სხვადა - სხვა
ჯგუფების შერჩევა და გამოყენება, წამალთფორმების კლასიფიცირება, მათი
ნომენკლატურიზაცია, სწორი შენახვა, რეალიზაცია, უსაფრთხოების წესების ზუსტად
შესრულება, ფარმაცევტული და კლინიკური ტოქსიკოლოგიის საფუძვლების ცოდნის
გამოყენება. მას ასევე უნდა შეეძლოს ფარმაცევტულ ლაბორატორიაში და საამქროში
უსაფრთხო შრომის უნარ - ჩვევების გამოვლენა, სააფთიაქო წარმოებაში ფარმაკოქიმიის ,
ანალიზური და ფიზ - კოლოიდური ქიმიისძირითადი მონაცემების გამო - ყენება.
აუცილებელი კომპონენტია აგრეთვე ფარმაცევტული საქონელთმცოდნეობის, სამედიცინო
ქონებით უზრუნველყოფის, ფარმაცევტული მენეჯმენტის მეთოდოლოგიური გამოყენებითი
უნარჩვევები.
ფარმაციის სპეციალობით კურსდამთავრებულს
შეეძლება დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის ფარმაცევტულ დაწესებულებაში რიგით
ფარმაცევტად, იქნება ეს აფთიაქი, ფარმაცევტული ქარხანა თუ საამქრო, სააფთიაქო ბაზა
და სხვა. საბაკალავრო პროგრამის დასრულება ასევე აძლევს სტუდენტს უფლებას,
გააგრძელოს სწავლა მაგისტრატურაში შემდგომი პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის
პერ - სპექტივით.
აგრეთვე რაიონული "კავეენ"ის
პირველი ადგილის მფლობელები და სპორტული შეჯიბრებების - მკლავჭიდის, ფრენბურთის,
კალათბურთის, ჭიდაობის წარმატებული მონაწილეები არიან.
სუხიშვილის უნივერსიტეტი დღითიდღე
ძლიერდება მატერიალური, ინტელექტუალური და სწავლის ევროპული დონის სპეციალისტების
მომზადების თვალსაზრისით. გამარჯვებული აკადემია კვლავ ახალ-ახალი წარმატებების
ძიებაშია.
ჯანდაცვის ფაკულტეტის
ფოტო გალერეა
|
|