სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერნცია თანამედროვე მეცნიერული კვლევის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ინსტიტუტების გამოჩენილი მეცნიერები. კონფერენცია მიეძღვნა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ პრობლემებს.
შრომათა კრებულში შესულია, როგორც სუხიშვილის უნივერსიტეტში, ისე მთლიანად საქართველოში მოღვაწე მეცნიერებათა დოქტორების, პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევები სხვადსახვა მიმართულებით, როგორიცაა: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სამართალმცოდნეობა და სხვა, რომელთა შედეგების დანერგვამაც მყარი საფუძველი უნდა შექმნას ქვეყნის საწარმოო, სოციალურ – ეკონომიკური, კულტურულ – საგანმანათლებლო და საკადრო – მეცნიერული პოტენციალის განმტკიცებისათვის და ხელი უნდა შეუწყოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სტრატეგიული მეცნიერული კვლევების შემდგომ განვითარებასა და ინტენსიური თუ პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვას.
სუხიშვილის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელშიც გაერთიანდნენ ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. კვლევითი ცენტრი სისტემატიურად მოაწყობს სამეცნიერო კონფერენციებს ახალი სამეცნიერო კვლევების შედეგებზე და მის დანერგვაზე პრაქტიკაში. ძირითადი მიმართულებები იქნება ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და სხვა ჰუმანიტარული დარგები.
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მიწვეული იყო უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში. ხარკოვის სახელმწიფო სავაჭრო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც წარგზავნილი იყო უნივერსიტეტის საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კიპაროიძე, რომელმაც კონფერენციაზე წარადგინა თემა "საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ", ამავე ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.