|
სოციალურ
მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
სპეციალობა _
სამართალი
სპეციალიზაცია - სამართალმცოდნეობა
სამართალმცოდნეობის სასწავლო
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ
სამართლებრივი
საკითხების გაანალიზებას და რეალურ სიტუაციაში ამ ცოდნის გამოყენებას. ფაკულტეტის
პროგრამის მიზანია სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა იურისპუდენციის სფეროში
სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით. სტუდენტი ამ ფაკულტეტზე ეუფლება
იურისტისთვის აუცილებელ ცოდნას მეთოდებს და იძენს სამართლებრივი პრობლემების
დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს. ამისათვის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაში ჩართულია
ისეთი ფუნდამენტური დისციპლინები როგორიცაა: სახელმწიფოს და სამართლის თეორია, საერთაშორისო
სამართალი, სისხლისა და სამოქალაქო სამართალი, კონსტიტუციური
სამართალი და სხვა. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი დაგეგმილია ისე, რომ
კურსდამთავრებულმა შეძლოს სამართლებრივი საკითხების იურიდიული,
ისტორიული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური კუთხით სწორი გააზრება, კანონთა
კრებულების, კოდექსების, სხვადასხვა ნორმატიული აქტების საჭიროების მიხედვით სწორი
გამოყენება, მოძიება, იურიდიული საქმეთწარმოებისათვის აუცილებელი უნარჩვევების
გამოვლენა.
მის გარდა, მას უნდა შეეძლოს პროცესუალური
ნორმების ზუსტი ცოდნა და შესრულება. ფაკულტეტი უზრუნველყოფს ისეთი არაიურიდიული
დისციპლინების სწავლებასაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ ზოგადი ცოდნის გაღრმავებას,
შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას და მომავალი პროფესიისადმი პასუხისმგებლობის
განვითარებას. ფაკულტეტის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა აითვისოს
დასაქმების ისეთი სფეროები, სადაც მოითხოვება იურისტის საწყისი კვალიფიკაცია და არ
არის აუცილებელი სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. ასეთებია: იურისკონსულტანტი,
ფირმის იურიდიული წარმომადგენელი, იურიდიული მრჩეველი და სხვა.
ამავე დროს, სტუდენტი უფლებამოსილია
სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის
სპეციალიზაციაზე.
სპეციალობა _ ბიზნესი და მართვა
სპეციალიზაცია _1. საბუღალტრო საგადასასადო საქმე
2. ტურიზმის მენეჯმენტი
3. აუდიტი
4. საფინანსო საბანკო სადაზღვევო საქმე
5. ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
6. მენეჯმენტის ადმინისტრირება
7. მარკეტინგი
8. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები

ფაკულტეტზე
მოქმედებს ეკონომიკური სწავლების სასწავლო პროგრამა, რომელიც ეფუძნება მაღალი
კვალიფიკაციის მინიჭებას და კარიერაში წინსვლის პერსპექტივას ეკონომიკური
საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური
ანგარიშგება, აუდიტი, მარკეტინგი, ბიზნესის თეორია და სხვა.
ფაკულტეტის კურსდამთავრებულები,
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა ფლობდნენ პრაქტიკული ხასიათის
საქმიანობასთან ერთად მაღალი დონის პროფესიულ - სასწავლო უნარ-ჩვევებს. სწავლების
საწყის ეტაპზე სტუდენტს შეუძლია სურვილისამებრ ისწავლოს დამატებითი არასპეციალური
საგნები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მისი ცდნის გაღრმავებს ცალკეული მიმართულებით.
ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა შედგება ძირითადი სპეციალური ეკონომიკური
დისციპლინების მოდულებისაგან, საბაზისო სწავლების სავალდებულო მოდულებისაგან,
არასპეციალური დამატებითი საგნების მოდულებისაგან და ელექტიური ბლოკისაგან.
მოდულური სისტემა გათვალისწინებულია ისე, რომ მასში გაერთიანებული საგნები
თვისობრივ და სტრუქტურულ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. პროგრამის წარმატებით
დაძლევისათვის სავალდებულოა 4 წლის განმავლობაში 240 ევროპული ტრანსფერის კრედიტის
შესრულება.
ფაკულტეტის
საგანმანათლებლო სტრატეგია მოწყობილია ისე, რომ პროგრამის დასრულებისას სტუდენტი
ფლობდეს ძირითად სპეციალობაში შესაბამისი საგნების ღრმა და საფუძვლიან ცოდნას, უნდა
შეეძლოს მეურნეობის, ეკონომიკური საქმიანობის უკეთ წარმართვა, პრობლემების
გადაწყვეტის გზების მონახვა, ბიზნესის განვითარების გათვლა და მაღალი ეკონომიკური
ეფექტის პროგნოზირება, შეეძლოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილების დანერგვა და
მაღალ შედეგებზე ორიენტირება ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. ფაკულტეტის
კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა პირველი კურსიდანვე ჩაერთოს ფაკულტეტის
სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში მაღალპროფესიული ამოცანებისაკენ ორიენტირებით,
აითვისოს დასაქმების ისეთი სფეროები, როგორიცაა:
ბიზნეს - მენეჯერი
მეურნეობის სხვადასხვა დარგში, ეკონომისტი, ეკონომიკის სხვადასხვა პროფილში, ასევე
კერძო ბიზნესის მართვის და საერთაშორისო ბიზნეს - ორგანიზაციებში მონაწილეობის
საშუალება.
ფაკულტეტის ფოტო გალერეა
|