2009 წლის 16 ივნისს
სუხიშვილის უნივვერსიტეტში მოეწყო საზაფხულო სკოლის საზეიმო
დახურვა. სკოლის მონაწილეები და მონიტორები დაჯილდოვდნენ
სერთიფიკატებით.
 |
2009
წლის 9 ივლისს
სუხიშვილის უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი
ეკატერინე სუხიშვილი
გაემგზავრა მალტაში სამიტზე "Malta is open for business".
|
2009 წლის 1 ივლისს
სუხიშვილის უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე
ჩატარადა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
2009 წლის 30 ივნისს
სუხიშვილის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე
ჩატარადა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
2009 წლის 29 ივნისს სუხიშვილის
უნივერსიტეტში გაიხსნა ინგლისური ენის
შემსწავლელი საზაფხულო სკოლა "დავმეგობრდეთ ინგლისური ენის
მეშვეობით".
2009
წლის
25
ივნისს ”შერატონ მეტეხი პალასში”
გაიმართა კონფერენცია თემაზე საჯარო სამსახურების დაძმობილების
პირველი პროექტი საქართველოში: ”საქართველოს უმაღლესი განათლების
სისტემისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება ბოლონიის პროცესის
რეფორმების განსახორციელებლად”.
კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ სუხიშვილის
უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვ.სუხიშვილი, საზოგადოებასთან
ურთიერთობების სამსახურის უფროსი ეკატერინე სუხიშვილი, ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი მარიამ დარბაიძე.
2009 წლის 22 ივნისს
სუხიშვილის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
ჩატარადა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
2009
წლის 18-19 ივნისს სუხიშვილის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, თბილისის პეტრე შოთაძის
სახელობის სამედიცინო აკადემიის დოქტორანტი ეკატერინე სუხიშვილი
მიწვეული იყო ქალის ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მიძღვნილ პირველ
საერაშორისო კონფერენციაზე "ჯანმრთელობა და ქალი". კონფერენციის
მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.
 |
სუხიშვილის უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სრული
პროფესორი ბიოლოგიის დოქტორი მარიამ დარბაიძე გახდა
ევროპის ნეირომორფოლოგთა კავშირი წევრი. |
სუხიშვილის
უნივერსიტეტში დაინერგა გამოცდის ჩატარების ახლებური მეთოდი _
ტესტური ელექტრონული გამოცდა ლიცენზირებული პროგრამით "ტეგაპრო".
სუხიშვილის უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
ჩატარებული ღია კონკურსის შედეგები.
2009
წლის 5 ივნისს
ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში
ჩატარდა სტუდენტთა ინგლისურენოვანი საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია, სადაც სუხიშვილის
უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის
მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა თათია
ხანიშვილმა, პროფესორ დავით ჭიოტაშვილის
ხელმძღვანელობით წარმოადგინა ნაშრომი ”ფინანსური
კრიზისი და მისი დაძლევის ეკონომიკური გზები”
(”Financial Crisis and it's negative influence”).
თათია ხანიშვილმა აღნიშნულ კონფერენციაში
მონაწილეობისა და საუკეთესო თემის წარდგენისათვის
მიიღო სერთიფიკატი.
2009
წლის 4-5 ივნისს სუხიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა
სტუდენტთა XIII სამეცნიერო
კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სუხიშვილის
უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციაზე წარმოდგენილი
იყო მოხსენებები სამეცნიერო აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ
საპატიო სიგელებით. კონფერენციაზე აგრეთვე დაიგეგმა
სტუდენტთა საუკეთესო ნაშრომების კრებულის გამოშვება.
2009 წლის 18 მაისს სუხიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა უნივერსიტეტის
რექტორის ბატონ ვლადიმერ (ვალერი) სუხიშვილის დაბადებიდან 70
წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. იუბილეზე მოწვეულები
იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორები, განათლების,
კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, მწერლები, უნივერსიტეტის
პროფესორ–მასწავლებლები, იუბილარის მეგობრები და ნათესავები.
ვრცლად
2009
წლის 18 მაისს სუხიშვილის უნივერსიტეტმა გააფორმა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამოდენიმე
უნივერსიტეტს შორის: თბილისი დავით აღმაშენებელის
სახელობის უნივერსტეტი, წმ.გრ.ფერაძის სახელობის
უნივერსიტეტი, საერო ინსტიტუტი ’’რვალი’’, ქუთაისი
სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი,
საბაჟო-საგადასახადო აკადემია, საქართველოს
სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ილია
ჭავჭავაძის სახ.თბილისის უნივერსიტეტი.
2009 წლის 14 მაისს სუხიშვილის
უნივერსიტეტში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის
ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტების მონაწილეობით.
2009 წლის 7 მაისს 13.00
საათზე სუხიშვილის უნივერსიტეტში მსოფლოში შექმნილ
საბანკო კრიზისთან დაკავშირებით, ''საქრთველოს
ბანკების ასოციაციის'' აღმასრულებელმა
დირექტორმაგიორგი ცუცქირიძემ გამართა ღია ლექცია.
2009 წლის 6 მაისს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ ედუარდ
რაუპის საქართველოში მოღვაწეობის 6 წლისთავისადმი მიძღვნილი
ღონისძიება. ამ საღამოზe საპატიო სტუმრებად მიწვეულნი იყვნენ
სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ვ. სუხიშვილი, ხარისხის
მართვის სამსახურის უფორსი პროფ. მ.დარბაიძე, ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი ე.სუხიშვილი და კომპიუტერული ცენტრის მენეჯერი
ნ. გუდაშვილი.
პროფესორმა ედუარდ რაუპმა სამადლობელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა
სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორატს ურთერთანამშრომლობისათვის.
სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა პროფ.
ვ. სუხიშვილმა საღამოზე ედუარდ რაუპს
გადასცა სუხიშვილის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის დიპლომი.