|
27, 28 აპრილს სუხიშვილის
უნივერსიტეტში
ჩატარდა შიდა ჩემპიონატი ფრენბურთში ფაკულტეტებს
შორის. ჩემპიონატში გამარჯვება წილად ხვდა ბიზნესის და მართვის
ფაკულტეტის II კურსის გუნდმა. საპრიზო
ადგილის მფლობელ გუნდებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო
საჩუქრები.
სუხიშვილის უნივერსიტეტთან
არსებულ სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში “სოფია მკურნალი” სანდრა
რულოვსის ფონდის ეგიდით ჩატარდა უფასო სამედიცინო გადასინჯვები
თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმების მიერ, სადაც გამოკვლვა
ჩაუტარდა 80-მდე პაციენტს.
15
აპრილს
სიყვარულის
დღესთან
დაკავშირებით
უნივერსიტეტის
თვითმმართველობამ
და
უნივერსიტეტთან
არსებული
ხალხური
შემოქმედების
ანსამბლმა
`სუ~
ზურა
ბათმანაშვილისა
და
დათო
ტერტერაშვილის
ხელმძღვანელობით,
სოფელ
შავშვებში
ჩასახლებულ
დევნილი
მოსახლეობისათვის
საქველმოქმედო
კონცერტი
გამართა.
ღონისძიებას
ესწრებოდნენ:
კულტურის
სახლის
ხელმძღვანელობა,
უნივერსიტეტისა
და
სოფელ
შავშვების
ადმინისტრაცია,
ადგილობრივი
და
დევნილი
მოსახლეობა.
2009
წლის
13 აპრილს სუხიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
თემაზე
"ორატორული ხელოვნება და აზროვნება" რომელშიც მონაწილეობდნენ
სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები.
კონფერენციას ხელმძღვანელობდა პროფესორი შალვა ვანიშვილი.
კონფერენციას
ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და
ადმინიტრაციის წარმომდგენლები.
სუხიშვილის უნივერსიტეტმა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი
არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საქართველოს გაერთიანებული
ახალგაზრდობა“, რომელიც აერთიანებს 14 უმაღლესი სასწავლებლის
სტუდენტურ თვითმმართველობას (საინიციატივო ჯგუფს), მათ შორის
GIPA, GAU, Alma-MAter,
თეუსუ, სდასუ, სასულიერო სემინარია, კონსერვატორია, თბილისის
უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი,
ახალციხის უნივერსიტეტი „მეტეხი“ და სხვ.
მემორანდუმი იხილეთ
მიმაგრებულ ფაილში.
8-11 მარტს სუხიშვილის უნივერსიტეტის
რექტორი ვლადიმერ სუხიშვილი და ეკატერინე სუხიშვილი
იმყოფებოდნენ
ოქსფორდში, დიდ ბრიტანეთში, ლიდერთა სამიტზე, სადაც გადაეცათ
"სოკრატეს საერთაშორისო ჯილდო"
განათლების სფეროში.
სუხიშვილის უნივერსიტეტი მიწვეულია დიდ ბრიტანეთში.
ოქსფორდში, საერთაშორისო სოკრატეს დაჯილდოების ცერემონიალზე ’’და
ნომინირებულია
’’ევროპული ხარისხის ჯილდოს ნომინაციაზე’’,რომელიც ჩატარდება 2009
წლის 9 მარტს.
იხილეთ მიმართვა
და პროგრამა.
დაწვრილებით იხილეთ ვებ გვერდი:
http://www.ebaoxford.co.uk/index.html
2008
წლის 26
დეკემბერს
სუხიშვილის უნივერსიტეტში მოეწყო საახალწლო კარნავალი.
2008
წლის 23
დეკემბერს
სუხიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები და სამკურნალო დიაგნოსტიკური
ცენტრის ”სოფია მკურნალის” სამედიცინო პერსონალი სურამის ბავშვთა
სახლს ესტუმრნენ. მათ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საკვები
პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების ნივთები
ჩაუტანეს. სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმებმა ბავშვთა
სახლის აღსაზრდელებს ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევები.
2008
წლის 22 დეკემბერს სუხიშვილის უნივერსიტეტში
ჩატარდა
კონფერენცია თემაზე ”თანდაყოლილი ქრომოსომული მუტაციები” ფარმაციის
I
კურსის სტუდენტების
მონაწილეობით.
2008
წლის 21 დეკემბერს
გაეროს დახმარების ფონდის ხელშეწყობით ახალგაზრდობის რეპროდუქციული
ჯანმრთელობის დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩატარდა უფასო სამედიცინო
გადასინჯვა.
2008
წლის 19
დეკემბერს, 14
საათზე
სუხიშვილის
უნივერსიტეტში
ჩატარდა
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
აკადემიკოსის
ავთანდილ
სილაგაძის
ღია
ლექცია
ეკონომიკის
აქტუალურ
საკითხებზე.
2008 წლის 5-9
დეკემბერს ჩატარდა ჩემპიონატი ფეხბურთში
უნივერსიტეტებს შორის, რომელშიც მონაწილეობა
მიიღო სუხიშვილის უნივერსიტეტის გუნდმა
”სუ”-მ. მათ ყველაზე სიმპატიური გუნდის
წოდება დაიმსახურეს.
2008 წლის 29 ნოემბერს სუხიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: თანამედროვე
აქტუალური სამეცნიერო საკითხები. კონფერენცია მიეძღვნა ღვაწლმოსილი
პედაგოგის და მეცნიერის პეტრე ნასყიდაშვილის დაბადებიდან 80 და
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 60 წლის იუბილეს.
კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი
მეცნიერები. საპატიო სტუმრებს შორის გახლდათ საქართველოს
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ნინო
ჩუბინიძე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორები
და პროფესორ-მასწავლებლები. კონფერენციაზე პროფესორები პეტრე
ნასყიდაშვილი, ედუარდ რ. რაუპი და ვახტანგ ფერაძე არჩეულ იქნენ
სუხიშვილის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორებად.
კონფერენციის გახსნის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს
უნივერსიტეტის შენობა. შესვენების შემდეგ დაიწყო სექციური მუშაობა.
სექციური მუშაობისას წარმოადგინეს და განიხილეს თანამედროვე
მეცნიერების აქტუალური საკითხები. გამოითქვა მრავალი მოსაზრება და
აზრთა გაცვლა-გამოცვლა. კონფერენციამ საინტერესო და
სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
2008 წლის 29 ნოემბერს მოეწყო
უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.
|